გლობალური სამხედრო ხარჯები რეკორდული ტემპით იზრდება

2023 წელს გლობალურმა სამხედრო ხარჯებმა ორ ტრილიონ 443 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის ხარჯებთან შედარებით 6,8%-ით არის გაზრდილი. სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშის თანახმად, ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ზრდაა.

2009 წლის შემდეგ პირველად, სამხედრო ხარჯები SIPRI-ის მიერ შესწავლილ ხუთივე გეოგრაფიულ რეგიონში გიზარდა და გლობალური მასშტაბით მშპ-ს ორ პროცენტზე მეტია. ამასთან, გასულ წელს თავდაცვის მიზნებისთვის ყველაზე მეტი თანხა შეერთებულმა შტატები, ჩინეთმა, რუსეთმა, ინდოეთმა და საუდის არაბეთმა დახარჯეს. ამ ქვეყნებზე მოდის გლობალური სამხედრო ხარჯების 61%.
2023 წელს ს სამხედრო ხარჯები 24%-ით გაიზარდა და SIPRI-ს შეფასებით, 109 მილიარდ დოლარამდე შეადგინა, რაც 57%-ით მეტია, ვიდრე 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ს ანექსია მოახდინა. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, 2023 წელს რუსეთის თავდაცვის ასიგნებამ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 16%-ს მიაღწია (მშპ-ს დაახლოებით ექვსი პროცენტი),

2023 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯების შესახებ მონაცემები ძალიან გაურკვეველია ში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების კიდევ უფრო მზარდი ფინანსური გაუმჭვირვალობის გამო. გამოცემის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთში, საბიუჯეტო სახსრების გარდა, სამხედრო სფერო ფინანსდება სხვა საბიუჯეტო წყაროებიდან, როგორიცაა საწარმოები, ფიზიკური პირები და ორგანიზაციები.
სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით მსოფლიოში მერვე ადგილზეა უკრაინა, რომელმაც გასულ წელს 51%-ით მეტი თანხა, თავდაცვაზე დაახლოებით 64 მილიარდ 800 მილიონ დოლარამდე (ქვეყნის მშპ-ს 37%) დახარჯა. გასული წლის განმავლობაში კიევმა სამხედრო დახმარების სახით 35 მილიარდი დოლარიც მიიღო. საერთო ჯამში, ეს დახმარება და უკრაინის საკუთარი თავდაცვის ბიუჯეტი რუსეთის მიერ გაღებული სამხედრო დანახარჯების დაახლოებით 91%-ს შეადგენს.
ნატოს წევრ ქვეყნებს შორის თავდაცვაზე ყველაზე მეტს შეერთებული შტატები ხარჯავს. -ის თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა 916 მილიარდამდე, რაც ნატოს წევრი ქვეყნების მთლიანი სამხედრო ხარჯების 68%-ს შეადგენს. ევროპის ქვეყნებს შორის გასულ წელს პოლონეთმა ყველაზე მეტად, 75%-ით, 31,6 მილიარდ დოლარამდე გაზარდა სამხედრო ხარჯები, რაც მე-14 უდიდესი თავდაცვის ბიუჯეტია მსოფლიოში.

ჩინეთში თავდაცვის ხარჯები ზედიზედ 29 წელია იზრდება. გასულ წელს ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი 296 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით ექვსი პროცენტით მეტია.
SIPRI-ს ანალიტიკოსების აზრით, 2023 წელს მთლიანი სამხედრო ხარჯები ცხრა პროცენტით, 200 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა ახლო აღმოსავლეთში. ეს არის ყველაზე მაღალი წლიური ზრდის ტემპი რეგიონში ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამრიგად, ს თავდაცვის ბიუჯეტი 24%-ით გაიზარდა და 27 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ექსპერტები ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას რეგიონში ვითარების ესკალაციას, ისრაელზე დაჯგუფება ჰამასის თავდასხმის შემდეგ ღაზის სექტორში ომის დაწყებას და ირან-ისრაელის ურთიერთობების გამწვავებას უკავშირებენ.

“სახელმწიფოები უპირატესობას ანიჭებენ სამხედრო ძალას, რაც სულ უფრო არასტაბილურ გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ვითარებაში ‘უმოქმედობიდან ბრძოლის სპირალში’ შესვლის რისკს შეიცავს”, – თქვა ნან ტიანმა, SIPRI-ის სამხედრო ხარჯებისა და იარაღის წარმოების პროგრამის უფროსმა მკვლევარმა.
შედარებისთვის, 2022 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გააჩაღა, მსოფლიოში სამხედრო ხარჯი 3,7%-ით გაიზარდა და 2240 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. საერთო მოცულობიდან 56% აშშ-ზე, ჩინეთსა და რუსეთზე მოდიოდა
სამხედრო ხარჯების ზრდა აისახება გლობალურ ბირთვულ არსენალებზე. 2022 წელს ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოებმა მსოფლიოს გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების ფონზე განაგრძეს თავიანთი არსენალების გაფართოება და მოდერნიზაცია, რისთვისაც განვითარების სხვა მიზნებიდან მოიზიდეს დიდძალი თანხები.
ანგარიშის თანახმად, ბირთვული არსენალის მქონე ცხრა სახელმწიფოს – აშშ-ს, რუსეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ჩრდილოეთ კორეასა და ისრაელს – შორის რამდენიმემ შარშან ახალი ტიპის იარაღი შეიტანა არსენალში.