გლობალური სამგზავრო ბაზარი 2027 წლისთვის $1.8 ტრილიონს გადააჭარბებს – Phocuswright

გლობალური სამგზავრო ბაზარი 2027 წლისთვის $1.8 ტრილიონს გადააჭარბებს – Phocuswright
მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიამ სრულად აღადგინა პანდემიამდელი პოზიციები და ზრდის მყარ ტემპს აჩვენებს. ამის შესახებ ნათქვამია Phocuswright-ის ანგარიშში, სახელწოდებით „Global Travel Market Report 2025“.
კვლევის თანახმად, 2024 წელს სამგზავრო ბაზრის მოცულობამ $1.6 ტრილიონი შეადგინა და პროგნოზირებულია, რომ 2027 წლისთვის ეს მაჩვენებელი $1.8 ტრილიონს მიაღწევს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზრდა, უპირველეს ყოვლისა, ციფრული ტექნოლოგიების აქტიური დანერგვით არის განპირობებული. გასულ წელს ონლაინ-დაჯავშნების მოცულობა 9%-ით გაიზარდა, ხოლო 2027 წლისთვის ყველა მოგზაურობის ორი მესამედი სწორედ ამ გზით დაიგეგმება.
ანგარიშის მიხედვით, ავიამიმოსვლასა და სასტუმრო ბიზნესზე მოდის გლობალური დაჯავშნებისთითქმის სამი მეოთხედი.
რაც შეეხება რეგიონებს, 2024 წელს ყველაზე დიდი ბაზარი იყო ჩრდილოეთ ამერიკა ($539 მილიარდი). მას მოსდევს აზია-ოკეანეთის რეგიონი, ხოლო ევროპა მესამე ადგილს იკავებს და პოზიციებს ძირითადად განვითარებული შიდა ტურიზმის ხარჯზე ინარჩუნებს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ განვითარებადი რეგიონები უფრო სწრაფად გაიზრდებიან, ვიდრე ე.წ. „მომწიფებული“ ბაზრები. კერძოდ, მსოფლიოს 15 უმსხვილეს რეგიონს შორის 2027 წლამდე ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზრები იქნება მექსიკა, ბრაზილია და ინდოეთი.
მიუხედავად ინფლაციის, ტარიფებისა და პოლიტიკის ცვლილებებით გამოწვეული არათანაბარი ზრდისა, გლობალური ტურიზმის ინდუსტრია საერთო ჯამში სტაბილურობას ინარჩუნებს. პროგნოზირებულია, რომ მთლიანი მსოფლიო დაჯავშნების მოცულობა 2027 წლამდე საშუალოდ 5.2%-ით გაიზრდება ყოველწლიურად.
კვლევა აჩვენებს, რომ ტურისტები მზად არიან იმოგზაურონ არასტაბილურ პერიოდებშიც კი, უპირატესობას ანიჭებენ რა „გაცნობიერებულ მოგზაურობებს“.