საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA)2025 წლის სექტემბრის გლობალური ბაზრის მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით მდგრად ზრდას ადასტურებს.
საერთო მოთხოვნა, რომელიც იზომება გადაყვანილ მგზავრ-კილომეტრებში (RPK), 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 3.6%-ით გაიზარდა.
· საერთაშორისო მოთხოვნა: გაიზარდა 5.1%-ით, რაც მთლიანი ზრდის 90%-ს შეადგენს.
· ტევადობა (ASK): საერთო ტევადობა გაიზარდა 3.7%-ით.
· დატვირთულობის კოეფიციენტი (PLF): დარჩა სტაბილურად მაღალ დონეზე — 83.4% (-0.1 პუნქტი).
· შიდა მოთხოვნა: გაიზარდა 0.9%-ით.
„სექტემბერში ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო საერთაშორისო გადაზიდვები… ავიაკომპანიების ტევადობა 3.7%-ით გაიზარდა, თუმცა რეისების დატვირთულობა სტაბილურად მაღალი — 83.4% დარჩა. გადამზიდველები სადღესასწაულო მოგზაურობის სეზონს თავდაჯერებულად ხვდებიან, მიუხედავად მიწოდების ჯაჭვში არსებული სირთულეებისა.“ — განაცხადა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა, უილი უოლშმა.
რეგიონალური ლიდერები (სამგზავრო RPK)
სატვირთო გადაზიდვები
საჰაერო ტვირთების გადაზიდვებზე მოთხოვნა (CTK) 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა, რაც ზედიზედ მეშვიდე თვეა დაფიქსირებული ზრდაა.
· ტევადობა (ACTK): გაიზარდა 3.0%-ით.
„თუმცა ამ დინამიკის უკან დგას სავაჭრო ნაკადების სერიოზული ცვლილებები, რაც გამოწვეულია აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის ზომებით. მოთხოვნა ჩრდილოეთ ამერიკა–აზიის მარშრუტებზე შემცირდა, თუმცა ეს დანაკარგი კომპენსირდა აზიის შიგნით და აზია–ევროპა მიმართულებების აქტიური ზრდით“, — განმარტა უილი უოლშმა.
რეგიონალური ლიდერები (სატვირთო CTK)




