გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად

მსოფლიო წესრიგი დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. საერთაშორისო გარემო იცვლება და ამ გამოწვევებთან გამკლავება კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო გარემო იცვლება და ამ გამოწვევებთან გამკლავება კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, კონსერვატიული პოლიტიკური ინიციატივის კონფერენციაზე თქვენ წინაშე წარვდგე და კონფერენციის უაღრესად პატივსაცემ მონაწილეებს მოგმართოთ.
50 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც კონსერვატიული პოლიტიკური ინიციატივის პირველი კონფერენცია გაიმართა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ბრძოლას ტრადიციული ღირებულებების დასაცავად.
თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებული და მოსალოდნელი გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად.
მსოფლიო წესრიგი დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. საერთაშორისო გარემო იცვლება და ამ გამოწვევებთან გამკლავება კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს. ერთად მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მოვლენების დადებითი მიმართულებით განვითარებას.
ამიტომ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი კონფერენციის ორგანიზებისათვის, რომელიც გვთავაზობს ღირებულ პლატფორმას ჩვენი საერთო პერსპექტივების განსახილველად“, – განაცხადა პრემიერმა.
Next: ორიოდე დღის წინ, ქართველმა ე.წ. ლიბერალებმა საქართველოს ეროვნული იდენტობის კონცეფციის შეცვლაც კი სცადეს და სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება სიტყვებით – მამული, ენა, ერთობა შეცვალეს

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია