გლობალური ომის პარტია არსებობს და ის რუსეთია – მიხაილ როთი

გლობალური ომის პარტია არის სერიოზული საფრთხე არა მხოლოდ ჩვენი ქართველი მეგობრებისთვის, გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს გლობალური ომის პარტია არის , – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გლობალური ომის პარტია არის სერიოზული საფრთხე არა მხოლოდ ჩვენი ქართველი მეგობრებისთვის, გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს გლობალური ომის პარტია არის რუსეთი. რუსული იმპერიალიზმი არის საფრთხე არა მხოლოდ ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში. რუსული იმპერიალიზმი იწყებს ძალიან მახინჯ და საშიშ პროპაგანდას ჩვენი ძირითადი ღირებულებების, დემოკრატიის, თავისუფლების წინააღმდეგ“, – აღნიშნა როთმა.
მან საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი.