გლობალური ეკონომიკა „კარგ ფორმაშია“ – OECD
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) თანახმად, გლობალური ეკონომიკა „კარგ ფორმაშია“ და მოსალოდნელია, რომ მომავალ 2025 წელს დადებითი ტენდენცია გაგრძელდება.
OECD-ს ანგარიშის თანახმად, 2024 წელს გლობალური აქტივობა საერთო ჯამში მდგრადი იყო. ვაჭრობის მოცულობა აღდგენადი. თუმცა, მაღალი ინფლაცია განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ნახევარში დაფიქსირდა.
OECD ზოგიერთ ქვეყანას ეკონომიკის ზრდას უწინასწარმეტყველებს, წარმოგიდგენთ მათ:
გერმანია: 0.7%-ით მეტი
მოსალოდნელია, რომ გერმანიის ეკონომიკა 2025 წელს მხოლოდ მხოლოდ 0,7%-ით გაიზრდება.
OECD-ის ანგარიშით, ქვეყანაში სუსტი ინდუსტრიული აქტივობა იყო. გაურკვევლობა მოაქვს მმართველი კოალიციის დაშლას ქვეყანაში და 2025 წლის არჩევნები.
იტალია: 0.9%-ით მეტი
მოსალოდნელია, რომ იტალია 2025 წელს გერმანიას აჯობებს.
0,9%-იანი ზრდის შემთხვევაში, ის ასევე გადააჭარბებს 2024 წლის 0,5%-ს. ხოლო, სავარაუდოდ ეკონომიკური ზრდა 2026 წელი 1.2% იქნება.
მოსალოდნელია ხელფასების, ინვესტიციების ზრდა. ერთ-ერთი რისკია საბინაო ინვესტიციების პოტენციური კლება საგადასახადო კრედიტის შემცირების გამო.
საფრანგეთი: 0.9%-ით მეტი
საფრანგეთი პოლიტიკური არასტაბილურობის წინაშე დგას.
OECD-ის 2025 წლის ეკონომიკური პროგნოზი ძალიან მოკრძალებულ მაჩვენებელს ემყარება.
იტალიის მსგავსად, საფრანგეთს აქვს უზარმაზარი სახელმწიფო ვალი და აქვს მუდმივი წლიური დეფიციტი. ამ ვალების შემცირება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება მომავალში.
კანადა: 2.0%-ით მეტი
კანადის 2025 წლის ზრდის ტემპი სექტემბრის შუალედური პროგნოზისგან განსხვავებით, სადაც 1.8%-იან მატებას ვარაუდობდნენ, გაიზარდა. მოსალოდნელია ხელფასების ზრდაც.
ესპანეთი: 2.3%-ით მეტი
2025 წლისთვის ესპანეთის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2.3%-ით არის განსაზღვრული.
ესპანეთის ეკონომიკა კვლავ მდგრადია და ის წამყვან ევროპულ ეკონომიკად ითვლება. უფრო მეტიც, ბრიტანულმა ჟურნალმა The Economist-მა ესპანეთი 2024 წლის საუკეთესო ეკონომიკად დაასახელა.
აშშ: 2.4%-ით მეტი
აშშ აპირებს ახალი ადმინისტრაციის დამტკიცებას და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ორგანიზაციას კონკრეტული მონაცემების მოყვანა უჭირს. თუმცა, OECD ელოდება, რომ 2025 წელს აშშ-ის ეკონომიკის ზრდა 2.4% იქნება.
ნოემბერში აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა მეორედ შეამცირა საპროცენტო განაკვეთები, რაც ინფლაციის შემსუბუქებასა და პროდუქტიულობის ძლიერ ზრდასთან ერთად ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას.
წყარო: lovemoney.com bpn.ge