გლობალური გაფართოება, წარმოების მდგრადობა – რა ძირითად სიახლეებს გეგმავს ფრანგული, ხელმისაწვდომი მოდის ბრენდი KIABI?

ფრანგული, ხელმისაწვდომი მოდის ბრენდი KIABI ქართულ ბაზარზე 2024 წლის აპრილიდან გამოჩნდა და პირველი ფილიალით თბილისში, East Point-შია წარმოდგენილი. მეორე ფილიალი მიმდინარე წლის აპრილში ბათუმში, „მეტრო სითიში“ დაემატება.
თბილისში, East Point-ში განთავსებულ ფილიალში KIABI-ის სრული კოლექციაა წარმოდგენილი, როგორც ქალის, ისე მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელი. რაც შეეხება ს ფილიალს, რომელიც ქართულ ბაზარს სულ მალე შეუერთდება, ის უფრო მეტად საბავშვო ტანსაცმელზე იქნება კონცენტრირებული. აქ KIABI Kids-ის სრული ასორტიმენტი დაგხვდებათ.
გარდა ამისა, ქართველ მომხმარებლებს KIABI-ს პროდუქციის შეძენა ონლაინ, ვებგვერდ kiabi.ge-ზეც შეუძლიათ.
ფრანგული ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე განვითარებასა და გაფართოებას განაგრძობს. ამ დროისთვის, კომპანიის ანგარიშზე 25 ქვეყანაში წარმოდგენილი ფილიალები, 10 000-მდე თანამშრომელი და ფართომასშტაბიანი სამოქმედო გეგმებია.
ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში საფრანგეთში გამოჩენილმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქცია ყველა ადამიანისთვის განკუთვნილი უნდა ყოფილიყო, ამიტომ მათი კონცეფცია დღემდე უცვლელია – ხელმისაწვდომი მოდა მთელი ოჯახისთვის.
დღეს, კომპანიაში მთავარ უპირატესობას გლობალურ ბაზრებზე უფრო მასშტაბურად და სწრაფად ზრდას ანიჭებენ. ევროპა, აფრიკა, აზია – ბრენდის არეალი საკმაოდ ფართოა, თუმცა მიაჩნიათ, რომ ჯერ კიდევ ევროპულ კომპანიად რჩებიან, მიზანი კი გლობალური ბრენდის სახელის მოპოვებაა.
„გაფართოების სტრატეგიაში როგორც პირადი ფილიალების, ისე, ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით, ფრენჩაიზ მაღაზიების გახსნას მოვიაზრებთ. ევროპის ტერიტორიაზე უფრო მეტად საკუთრებაში მყოფი მაღაზიების რაოდენობას ვაფართოებთ, ევროპის ფარგლებს გარეთ კი ფრენჩაიზებს.
მიზანი გვაქვს, რომ KIABI გლობალური ბრენდი გახდეს, რადგან ჩვენი კომპანია ჯერ კიდევ ძალიან ევროპულია, მე ვიტყოდი, ძალიან ფრანგული. ასე რომ, საერთაშორისო გაფართოება ახლა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თუნდაც საფრანგეთში შემდგომი განვითარება. ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნებში, ძალიან სწრაფი ტემპით ვფართოვდებით.
ჩვენი მთავარი კონცეფცია მომხმარებლისთვის ფრანგული, მზა ტანსაცმლის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზებას მოიაზრებს, თანაც ისეთი ტანსაცმლის, რომელიც მთელი ოჯახისთვის იქნება გათვლილი. ეს კონცეფცია ყველა ქვეყანაში უცვლელად მუშაობს და ყველა ბაზარზე რაღაც ახალი შეგვაქვს“, – აცხადებს BMG-სთან საუბრისას Kiabi International-ის ხელმძღვანელი, ფრანსუა ჰაიმესი.
ის, რომ ბრენდი 25 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წარმატებულად ოპერირებს, ცხადია, რომ მისი პროდუქციის ხარისხის შედეგია. კომპანიაში განსაკუთრებულ აქცენტს სწორედ მაღალი სტანდარტის წარმოებაზე აკეთებენ. მათ შორის, ერთ-ერთი უპირველესი პროდუქციის მდგრადობაა. გეგმავენ, რომ წლის ბოლომდე მათი წარმოებული ტანსაცმელი 100%-ით მდგრადი გახდეს, რითაც როგორც თავის მომხმარებლებზე, ისე გარემოზეც ზრუნავენ.
როგორც ჯული სილვერტი, Kiabi-ს კოლექციის ხელმძღვანელი, ჩვენთან საუბრისას ჰყვება, ეკო-დიზაინის შექმნის პროცესში მათი მთავარი პრიორიტეტი მასალებია. სწორედ ამიტომ, აქცენტს ბუნებრივი მასალის გამოყენებაზე აკეთებენ.
„წარმოების პროცესში როგორც ბამბას, ასევე სინთეტიკური მასალებსაც ვიყენებთ, მაგრამ სინთეზის შესაქმნელად უპირატესობას გადამუშავებულ ბოჭკოებს ვანიჭებთ, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დავრწმუნდეთ – ჩვენი პროდუქცია მდგრადი მასალისგანაა შექმნილი. ამ მხრივაც ცვლილებებს ვგეგმავთ – მაგალითად, 2025 წლის ბოლოსთვის, ჩვენს პროდუქციაში გამოყენებული ბოჭკოების 95% უფრო ეკოლოგიური გახდება.
გარდა ამისა, წარმოების პროცესში ისეთ ტექნიკას მივმართავთ, როგორიც ჯინსის ქვით რეცხვაა – ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ქიმიკატები არ გამოვიყენოთ.
ასე გამოიყურება ჩვენი მდგრადობის სტრატეგია. KIABI მუდმივად ცდილობს, რომ თავის მომხმარებელს ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტი შესთავაზოს, წარმოების პროცესით კი ბუნება მინიმალურად დააზიანოს“, – აღნიშნავს KIABI-ს კოლექციის ხელმძღვანელი BMG-სთან.
ბრენდმა ყველა ამ მიზნისკენ მიმავალი გზის სრულფასოვნად გასავლელად ახლახან ახალი სამუშაო სივრცე – KIABI VILLAGE შექმნა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლილში მდებარეობს და როგორც მაღაზიას, ისე სამუშაო და მოსასვენებელ სივრცეებს აერთიანებს. კომფორტული სამუშაო გარემო კი აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს საქმის უფრო მეტი მოტივაციითა და შემართებით კეთების შესაძლებლობას უქმნით.