გლდანში, ქერჩის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შენობაში ხანძარი დღეს დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა.