თბილისში, გლდანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია მამაკაცი. შემთხვევა დილით საცხოვრებელ სახლში მოხდა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც მოკლეს, მე-12 სართულზე ცხოვრობდა, მათ დაპირისპირების ან გასროლის ხმა არ გაუგიათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.