გლდანში ავტოფარეხში ხანძარია

გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინფორმაცია არ შესულა.

ასევე დაგაინტერესებთ