გლდანში, ავტობუსში, კაცი გარდაიცვალა

გლდანში, მუნიციპალურ ავტობუსში, შუა ხნის კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 15 იანვარს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე მოხდა – ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, 60 წლამდე კაცი ავტობუსში ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. მოქალაქეები და შემდეგ უკვე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა მის გადარჩენას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა კაცი გარდაიცვალა.

დამატებით დეტალებს “მთავარი არხის” ვებგვერდი -ში არკვევს.