გლდანის ნაწილს წყალი დაახლოებით 15 საათით შეუწყდა | აღდგენის დრო და ქუჩების ჩამონათვალი

გლდანის რაიონში, შეშელიძისა და შენგელიას ქუჩის კვეთაზე წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე დაზიანების გამო გლდანის ნაწილს წყალი დაახლოებით 15 საათით შეუწყდა:

წყალმომარაგება შეუწყდა: ხიზაბავრის ქუჩა ჩიხებით, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩა ჩიხებით და შესახვევით, ჯანჯღავას ქუჩა შესახვევებით და ჩიხებით, ჩიქვანაიას ქუჩას ჩიხებით; ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის ქუჩებს; სოფ.გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დ.თავდადებულის ქუჩებს; გაზის დასახლებას, ავჭალა 2-ის დასახლებას; ცენტოლიტის დასახლებას; ხევძმარის N4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, გამარჯვების ქუჩებს; ანდრონიკაშვილის II შესახვევს. მუხიანის სამხედრო დასახლება იგივე ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს თავისი შესახვევებით და ჩიხებით, მუხიანის 1-ლ და მე-2 მ/რ მთლიანად, მე-3 მ/რ-ს 17, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებს, მე-4 ა მ/რ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 კორპუსებს, გობრონიძის ქუჩას ჩიხებით, ზღვის უბნის (თემქის) მე-3 მ/რ-ს ყველა კვარტლებს (გარდა მე-3 მ/რ-ს 1-ლი კვარტლის 1, 8, 9, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებისა).
GWP-ის ცნობით, მოსახლეობას წყლის მიწოდება 25 დეკემბერის 08:00 საათზე აღუდგება.