გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს | ფაქტი “შაბათის მთავარის” ეთერში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა

გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულების უფროსი, ნოდარ ქინქლაძე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და გურიაში, ლაითურის ციხეში, გადაიყვანეს. ფაქტი “შაბათის მთავარის” ანონსის ეთერში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. ჩვენს ერთ-ერთ რეპორტაჟში საუბარი ციხეში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენების ზრდას შეეხებოდა. “შაბათის მთავარს” წყარო უყვებოდა, თუ როგორ თანამშრომლობენ ე.წ. კრიმინალური სუბ-კულტურის წევრები და ციხის ადმინისტრაცია ერთმანეთთან.

ქინქლაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება “შაბათის მთავარის” ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ რომ მიიღეს, ამას ადვოკატი გიორგი ბარდაველიძეც აღნიშნავს:
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გუშინ, ვიდრე სიუჟეტი გავიდოდა ეთერში, აქამდე ჭორის სახით იყო ეს და გუშინ უამრავმა ადამიანმა დამიდასტურა, რომ ბატონი ნოდარ ქინქლაძე გაათავისუფლეს თანამდებობიდან,” – ამბობს ბარდაველიძე.
პენიტენციური კი “მთავარ არხთან” აცხადებს, რომ ქინქლაძის გათავისუფლება კი არა, არამედ მისი როტაცია მოხდა.

“შაბათის მთავარის” რეპორტაჟი იხილეთ ბმულზე:
· “მაყურებლებთან” გარიგებული ციხე | პატიმრის წერილი “შაბათის მთავარს”