გლდანის მე-7 მიკრორაიონის N10 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე განახლდა – თბილისის მერია

გლდანის რაიონის გამგეობამ მეშვიდე მიკრორაიონის N10 კორპუსთან, დაახლოებით, 1500 კვ.მ ფართობზე, სკვერისა და სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განახორციელა – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონა, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიგო ბალახი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 350 000 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.