გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელის პროექტი 2024 წლის ნოემბერში იქნება – ამბობს კალაძე

თბილისის მერის თქმით, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი მეტროსადგურის მეორე ამოსასვლელის პროექტი მომალი წლის ნომებერში იქნება მზად. “ახმეტელის თეატრის” მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის საჭიროებაზე მ ჯერ კიდევ 2022 წლის 28 ოქტომბერს ისაუბრა თბილისის მთავრობის სხდომაზე.
“იყო დისკომფორტი [ზედა ვესტბულში] შესვლასთან დაკავშირებით, რაც მოხსნილია, დაყენებულია ახალი ტურნიკეტები, უფრო მეტი რაოდენობის. პიკის საათებშიც შესვლა პრობლემას არ წარმოადგენს.
გრძელვადიან პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო-საფინანსო ბანკებთან ერთად ვმუშაობთ. კვლევები დაწყებულია უკვე ამ მიმართულებით, 2024 წლის ნოემბერში უნდა გვქონდეს უკვე ფასები, პროექტები. 5-ეტაპიანი კვლევაა გასაკეთებელი, 2 ეტაპი უკვე დასრულებულია. ნოემბერში უკვე გვექნება პროექტი მზად იმისთვის, რომ გამოვაცხადოთ ტენდერი სამუშაოებზე, რაც მნიშვნელოვანია….” – თქვა კალაძემ.
გასული წლის ოქტომბერში თბილისის მერი საუბრობდა სადგურ “ახმეტელის თეატრში” პრობლემის მოგვარების მოკლევადიან გეგმაზე – რამდენიმე თვის წინ იქ ტურნიკეტების რაოდენობა გაზარდეს და ძველი ახლით შეცვალეს. მას შემდეგ სადგურის ზედა ვესტიბულში პიკის საათში ტურნიკეტებთან რიგები აღარ არის.
2022 წლის ოქტომბერში თბილისის მერი ასევე ამბობდა, რომ საჭირო იყო მუშაობა დაწყებულიყო მეტროსადგურ “სადგურის მოედანზე”, სადაც პირველი და მეორე ხაზი ერთმანეთს კვეთს, გაანიერებულიყო დამაკავშირებელი გვირაბი.
“იცით, რომ სადგურის მოედანზე ადამიანებით ვარეგულირებთ აღნიშნულ პრობლემას, რაც დისკომფორტს წარმოადგენს. რაც შეეხება გვირაბის გაგანიერებას, ეს არის დიდ პრობლემასთან დაკავშირებული – მიწისქვეშა წყლები, ამ გვირაბის დიდი ხნით ჩაკეტვა… ძალიან დიდ დისკომფორტთან იქნება ეს დაკავშირებული და ეს რა თქმა უნდა, სამსჯელოა”, – ამბობს ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის 14 დეკემბერს კახა კალაძე.
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, გლდანი თბილისში ყველაზე დიდი უბანია. იქ 300 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მგზავრთა სიმრავლის გამო ყოველ დილით, პიკის საათში, მოქალაქეებს მეტროში ჩასასვლელად რამდენიმე წუთის განმავლობაში რიგში დგომა უწევთ. მეტროს სადგურ “ახმეტელის თეატრით” სარგებლობს მუხიანის დასახლება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს