სოსო მანჯავიძე: აბა, რა გეგონათ წმინდა ნინოს გზით და ჯვრით რომ შემოვიდა?

“აბა, რა გეგონათ წმინდა ნინოს გზით და ჯვრით რომ შემოვიდა?
ჭეშმარიტი მართლმადიანი რომ იყო, ვერ უნდა მიმხვდარიყავით?
ყველანი უყვარხართ.
გიყვარდეს ნაცი შენი, ვითარცა ქოცი შენი.
უკეთუ ქოცმან გცეს ყვრიმალსა მას, მიუპყარ ნაცთა, უკეთუ ნაცმან გცეს-მიუპყარ ქოცთა.
გაკრეფილ არს შუა ყოველი.
მაგინებელნი შეიწყალა, მაქებარნი მოიცილა, სუფევს სასახლესა შინა ორბელიანთასა ყოველთა ევროშაყინტრავებულთა და სლავაუკრაინელთა თანა.
ხოლო ერი იგი მრავალჯერ გაცურებული და დამცრობილი იღრჭენს მისთუის და აგინებს თესლ-ტომსა მისსა.
ძველქართულად იმიტომ ვწერ, რომ ახალქართულად სიტყვები არ მომდის თავში გინების გარდა, რასაც ვერ გაკადრებთ,” – საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე, საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე სოციალურ ქსელში წერს.

ასევე დაგაინტერესებთ