ლა ლიგის მე-19 ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „ლას-პალმასი“ 2:1 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი თავის მიერვე მოპოვებული პენალტით გიუნდოგანმა კომპენსირებულ დროში გაიტანა.
„ბარსელონა“ 41 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერებს „რეალს“ და „ჟირონას“ 7 ქულით ჩამორჩება და შემდეგ შეხვედრას 8 იანვარს თასზე სტუმრად ქვედალიგურ „ბარბასტროსთან“ ჩაატარებს.
. „ბარსელონას“ მცველმა კანსელუმ მე-11 წუთზე ტრავმა მიიღო და კრისტენსენმა შეცვალა.
. „ბარსაში“ დებიუტი ჰქონდა „ატლეტიკო პარანაენსედან“ 40 მილიონ ევროდ შეძენილ 18 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელ ვიტორ როკეს.
ლას-პალმასი – ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 მუნირი (12),
1:1 ფერან ტორესი (55), 1:2 გიუნდოგანი (90+3, პენ)
გაძევება: სინგრავენი (90+1, ლას-პალმასი)