გიული ალასანია – მიხეილ სააკაშვილმა არნახული ამბები გაუკეთა საქართველოს, თავის საყვარელ ქვეყანას და ამის გამო ისჯება – ამ ხელისუფლების მხრიდან არაფერი მიკვირს

ამ ხელისუფლების მხრიდან არაფერი მიკვირს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სააკაშვილისთვის 12,6 წლით თავისუფლების აღკვეთის თაობაზე მოსამართლის განაჩენს.
ალასანიას თქმით, მის შვილს ქვეყნისთვის გაკეთებული საქმეებისთვის სჯიან.
„ის არის ადამიანი, რომელმაც არნახული ამბები გაუკეთა საქართველოს, თავის საყვარელ ქვეყანას და მიიღო ეს, ამის გამო ისჯება. ჩემთვის მოულოდნელი რა უნდა იყოს მას შემდეგ, რაც ციხეშია, თან მოწამლეს, თან კლავდნენ, ამის შემდეგ, ჩემთვის მოულოდნელი რა უნდა იყოს, არ ვიცი“, – განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, მას ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვიდან სასჯელი 8 წლით და საერთო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა. სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება უკვირთ, ვინაიდან „მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ სასჯელის შეკრებითობა მოხდეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა