გიტანას ნაუსედა – ჩემმა ქართველმა მეგობრებმა ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების განსახორციელებლად

ჩემმა ქართველმა მეგობრებმა ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების განსახორციელებლად. დიახ, ყოველთვის არსებობს გარკვეული საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში უნდა მოხდეს, მაგრამ სწორედ ახლა, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილებები და ეს გადაწყვეტილებები არა მხოლოდ უკრაინისა და მოლდოვის, არამედ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის ლიდერები ევროკავშირის სამიტისთვის იკრიბებიან.
„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს შანსი, ისტორიული შანსი, მივიღოთ ძალიან კარგი გადაწყვეტილება სთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ეს ჩვენს ხელშია, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ, ან დავკარგოთ. ჩემი ქვეყნის პოზიცია ძალიან მყარია, თქვენ იცით, რომ ჩვენ ამას თავიდანვე ვუჭერთ მხარს და ვთვლი, რომ ამას იმსახურებს უკრაინელი და მოლდოველი ხალხი, რადგან მათ ბევრი რამ გააკეთეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. ისინი იმსახურებენ პოზიტიურ შედეგს“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურიელიძე – ახალი ზოოპარკი ჯერ ბოლომდე მზად არ არის, თუმცა 13 ივნისს საინფორმაციო ტური მოეწყობა – ასევე, ახალი სახეობის ცხოველების ჩამოყვანა იგეგმება: ჟირაფების, ანტილოპების, მარტორქების, ბეჰემოთების, აფრიკული კამეჩების

გიორგი სიორიძე – მალე, შეიძლება, „ფეისბუქი“ გაგვითიშონ – ეს „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო ფაზაა, ეს არის სიმპტომი განწირული რეჟიმების, თუმცა ქმედებებს, რომელიც ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, მხოლოდ უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს