გიტანას ნაუსედა – ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ – ლიეტუვა ქართველი ხალხის ევროპული ოცნების მხარდაჭერას გააგრძელებს, მისი წართმევის უფლება არავის აქვს

ქართველებს დემოკრატიული ს უფლება აქვთ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ლიეტუვა გააგრძელებს ქართველის ხალხის ევროპული ოცნების მხარდაჭერას.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე. საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეშფოთებების განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს. ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ. ლიეტუვა ქართველი ხალხის ევროპული ოცნების მხარდაჭერას გააგრძელებს. მისი წართმევის უფლება არავის აქვს!“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მივმართავთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად – პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ სურთ, ქართული მხარე იძულებული გახდეს, ისინი სახელმწიფო საზღვარზე დაუშვას

სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს – თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა – ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ