გიტანას ნაუსედა – სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირს კი არ უახლოვდება, არამედ შორდება

სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირს კი არ უახლოვდება, არამედ შორდება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„სამწუხაროდ, ის, რაც საქართველოში ხდება, დემოკრატიისა და დემოკრატიული წესების ევროპულ გაგებასთან თანხვედრაში არ არის. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შეწუხებული ვარ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ლიეტუვისგან შორს არის, ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს, ისტორიული და ტრადიციული კავშირები გვაქვს. ვიდრე არ გააცნობიერებენ, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის წესები დაცული უნდა იყოს, ვფიქრობ, იქამდე სიტუაცია რთული იქნება“, – განაცხადა ნაუსედამ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ