გიტანას ნაუსედა – სამართლიანობა მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით აღდგება

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, არ შეიძლება, ოკუპირებულ ყირიმში ს მიერ ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა ნორმად იქცეს.
ს პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ნაუსედამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესია 10 წელზე მეტი ხნის წინ ყირიმში დაიწყო.
„იქაც უნდა დასრულდეს მისი ტერორის მეფობა. ს პლატფორმის მეოთხე სამიტზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ არ შეიძლება დავუშვათ, ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევები „ახალ ნორმად“ იქცეს. სამართლიანობა მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით აღდგება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
ცნობისთვის, კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება.
მასში მონაწილეობის მისაღებად ქვეყანაში ჩავიდნენ: -ის სახელმწიფო მდივანი , გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის სპიკერი და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარე.