გიტანას ნაუსედა სალომე ზურაბიშვილს – ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერას

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტის, ს პოსტს პასუხობს, სადაც მან ლიეტუვის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა.
„პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო, გმადლობთ! ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს ევროპულ გზის მხარდაჭერას“, – წერს გიტანას ნაუსედა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა გიტანას ნაუსედას ლიეტუვის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა. “მოუთმენლად ველით ჩვენი კავშირების გაღრმავებას, ერთობლივ მუშაობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის და უფრო ძლიერი და უსაფრთხო ევროპული მომავლის ასაშენებლად” , – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში – მომდევნო წლებიში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით