გიტანას ნაუსედა – კიდევ ერთი საზიზღარი რუსული ომის დანაშაული, ამჯერად სუმის გულში – ცივილიზებულმა სამყარომ ძალა უნდა გამოიყენოს ამ ბარბაროსების შესაჩერებლად

კიდევ ერთი საზიზღარი რუსული ომის დანაშაული – ამჯერად სუმის გულში. ეს არის სილის გაწვნა ყველასთვის, ვინც ეძებს და სურს მშვიდობა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ცივილიზებულმა სამყარომ ძალა უნდა გამოიყენოს ამ ბარბაროსების შესაჩერებლად, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას და ბავშვებს კლავენ“, – აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ლიეტუვა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მანამ, სანამ სამართლიანი მშვიდობა არ იქნება მიღწეული.
შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 24 ადამიანი, 80-ზე მეტი კი – დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს