გიტანას ნაუსედა – კიდევ ერთი საზიზღარი რუსული ომის დანაშაული, ამჯერად სუმის გულში – ცივილიზებულმა სამყარომ ძალა უნდა გამოიყენოს ამ ბარბაროსების შესაჩერებლად

კიდევ ერთი საზიზღარი რუსული ომის დანაშაული – ამჯერად სუმის გულში. ეს არის სილის გაწვნა ყველასთვის, ვინც ეძებს და სურს მშვიდობა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ცივილიზებულმა სამყარომ ძალა უნდა გამოიყენოს ამ ბარბაროსების შესაჩერებლად, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას და ბავშვებს კლავენ“, – აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ლიეტუვა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს ს და პრეზიდენტ ს მანამ, სანამ სამართლიანი მშვიდობა არ იქნება მიღწეული.
შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 24 ადამიანი, 80-ზე მეტი კი – დაშავდა.