გიტანას ნაუსედა – ვულოცავ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, თქვენ დაიმსახურეთ ეს – თვალს ვადევნებდი, რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში, ნამდვილად კარგი გრძნობაა და ნება მიბოძეთ, გულით ვიზეიმო

ვულოცავ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან თქვენ დაიმსახურეთ ეს. ვიცი, როგორი იყო რეაქცია და თვალს ვადევნებდი, რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში. ნამდვილად კარგი გრძნობაა და ნება მიბოძეთ, გულით ვიზეიმო, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მეორე დღეა ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს.
„საოცარი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, გუშინ ჩვენ ვსაუბრობდით სთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე და დღეს ჩვენ ვზეიმობთ და მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ვარ ევროპელი. აუცილებელი იყო ამ პოლიტიკური სიგნალის ჩვენი მეგობრებისთვის გაგზავნა, განსაკუთრებით უკრაინისთვის, რადგან ქვეყანაში ომი მიმდინარეობს. მქონდა საშუალება კომუნიკაცია მქონოდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, დავურეკე მას და ვუთხარი: თქვენ დაიმსახურეთ ეს გადაწყვეტილება, ბევრი ძალისხმევა გაწიეთ საჭირო რეფორმების გასატარებლად და თქვენ ამისთვის დაჯილდოვდით“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია.
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან გრძელი პროცესის მხოლოდ პირველი გვერდია, მაგრამ წიგნის კითხვისას პირველი გვერდის გადაშლაა საჭირო, თუკი გსურთ, შემდგომი გვერდებიც წაიკითხოთ“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი: ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც …

ჯო უილსონი – ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა