გიტანას ნაუსედა აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე – უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირება, ტერიტორიული დათმობები და სხვა გადაწყვეტილებები, ფაქტობრივად, კაპიტულაცია იქნება

უკრაინის მომავალზე დისკუსიები უკრაინის გარეშე არ უნდა გაიმართოს. ნებისმიერი იდეა, რომელიც უკრაინას სუსტ მდგომარეობაში აყენებს, მიუღებელია და არ შეგვიძლია ასეთი ძალისხმევის მოთმენა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
„საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო შემცირებაზე, ტერიტორიულ დათმობებსა და სხვა გადაწყვეტილებებზე, რაც, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად, კაპიტულაცია იქნება“, – განაცხადა ნაუსედამ.
მისი თქმით, ევროკავშირმა ეს მომენტი უნდა გამოიყენოს, რათა უპირველეს ყოვლისა, გამოხატოს „ევროპული საზოგადოების ძალიან მტკიცე ნება“, შეინარჩუნოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს მომავლისთვის გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები.
„თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები 50%-ით შემცირდება, რა უსაფრთხოების გარანტიებს მოუტანს ეს უკრაინას? ასეთი იდეის გაგება ძალიან რთულია“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა ამ საკითხში შეერთებული შტატების გადამწყვეტ როლს.
„ამიტომ, მე ველოდები დოკუმენტს და უკრაინის რეაქციას. და, რა თქმა უნდა, ევროპულ საზოგადოების ხმა ძლიერი უნდა იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია გვერდზე გავდგეთ და უბრალოდ სამშვიდობო გეგმებზე კომენტარი გავაკეთოთ. ჩვენ ამაში აქტიურად უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ეს ჩვენი ისტორიული შესაძლებლობაა“, – დასძინა ნაუსედამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…