გირჩი: საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად

პარტია გირჩი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო ფარული არ იყო და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
“საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად. უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
არჩევნების დღეს ბიულეტენებისთვის გამოყენებული ქაღალდის ხარისხმა ბევრი კითხვა გააჩინა. სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბიულეტენის გაფერადების დროს, ქაღალდის უკანა მხრიდან შავი წრე შეიმჩნეოდა. გარდა ამისა, უშუალოდ მანქანაში ბიულეტენის შეცურებისას კი ფარულობა არ იყო დაცული, რადგანაც ჩარჩო კონვერტის მიუხედავად, იმ მომენტში როდესაც მანქანა ბიულეტენს იღებდა, ბიულეტენის ნაწილი მაინც ხილვადი იყო და უკანა მხარეს გაფერადებული წრე ჩანდა.
30 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ -ს 17 სექტემბერს მიმართეს წერილით, სადაც მათ შორის, ბიულეტენის ხარისხზე მიუთითეს და თქვეს, რომ უნდა მიღებულიყო ზომები პრობლემის აღმოსაფხვრელად. პასუხად ცესკო-ში უთხრეს, რომ სასწავლო ეტაპზე სატესტო ვერსიის ბიულეტენს იყენებდნენ, არჩევნების დღეს კი ფარულობა იქნებოდა უზრუნველყოფილი.
“ბიულეტენების სისქე არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ უკანა მხარეს [მარკერს] არ დაეტოვებინა შესაბამისი კვალი. ეს არღვევდა ფარულობას მასშტაბურად და შესაბამისად ამომრჩეველს არ ეძლეოდა შესაძლებლობა, საკუთარი ხმა ფარულად დაეფიქსირებინა” – აცხადებენ საია-ში.
ცესკო ირწმუნება, რომ ქაღალდი, რომელზეც მოქალაქეები საკუთარ არჩევანს აფერადებდნენ, უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო.