„გირჩი“ „ოცნების“ დეპუტატებს უმრავლესობიდან გამოსვლას და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას სთავაზობს

პარტია „გირჩი“ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს საპარლამენტო უმრავლესობიდან გამოსვლას და მათთან ერთად ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას სთავაზობს.
ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს.
„1. აქამდე თუ იმედი გქონდათ, რომ ამერიკელებთან ბრძოლა უმტკივნეულოდ ჩაივლიდა, დღეს უკვე ცხადია, რა უფსკრულისკენ მიექანებით.
2. თქვენი ლიდერები ამბობენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ. არავინაა ვალდებული ბელადს გადაჰყვეს. პირიქით, ამ დროს მორალური ვალდებულება გაქვთ რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ.
3. მომავალ კვირაში ამ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა. გთავაზობთ:
· გამოხვიდეთ უმრავლესობიდან, რათა კანონის მიღება შეუძლებელი გახდეს.
· უმრავლესობიდან ყველა გამოსულ დეპუტატთან ერთად ჩამოვაყალიბოთ ახალი კოალიციური, მრავალპარტიული მთავრობა და მშვიდ გარემოში ჩავატაროთ .
4. თქვენ ისიც იცით, რომ მხოლოდ გირჩს დაეჯერება სიტყვაზე და მხოლოდ გირჩია ის ერთადერთი პარტია, რომელიც არ დაუშვებს პოლიტიკურ შურისძიებას.
5. ყველა სხვა შემთხვევაში, სრულიად პოლარიზებულ საზოგადოებაში, გაიმარჯვებს თქვენი ყველაზე აგრესიული ოპონენტი და ვერც ჩვენ დაგეხმარებით და ვერც მამა ზეციერი.
ახლა თქვენი პერსონალური არჩევანი, ამ ქვეყნის განვითარების ტრაექტორიას განაპირობებს. იმედს ვიტოვებთ, რომ 84 დეპუტატს შორის მოიძებნება საკმარისი რაოდენობა ადამიანებისა, ვინც უფსკრულის წინ მაინც მიხვდება, რომ საბედისწერო ნაბიჯი არ გადადგას“, – ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან – ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ