„გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“, ასევე ცალკეული მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების ოფისებთან შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტერები გააკრეს

„გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“, ასევე ცალკეული მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების ოფისებთან პოსტერები გააკრეს წარწერებით: „აქ ხურდავდება უცხოური ვალუტა“, „ნაცების მფარველები“, „ერის მტერი“ და ასე შემდეგ.
ამასთან, „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისში, პოსტერებთან ერთად, საღებავით არის გაკეთებული წარწერა: “აგენტები”. ასევე, დატანილია უცენზურო სიტყვები.
რიგ დაწესებულებებზე, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების შენობებზე გაკეთებულია შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერები, პოსტერებზე კი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ფოტოებიც არის გამოსახული.

ასევე დაგაინტერესებთ