„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ინფორმაციით, პარლამენტთან პარტიის წევრი გია ხასაია დააკავეს

სამართალდამცავებმა „გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრი, გელა ხასაია დაკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.
სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც აქციაზე დაშავებულ დემონსტრანტებს პირველად სამედიცინო დახმარებას უტარებენ.
ამასთან, აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სამართალდამცავთა მითითებებს დაემორჩილონ.

ასევე დაგაინტერესებთ