გირჩი-დროა ბერძენიშვილის ცემაზე: პირადად შალვა პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა

პარტიები გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა ზუკა ბერძენიშვილის ცემასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს აკისრებენ.
“სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილის ცემა პირადად ს პასუხისმგებლობაა და პარლამენტის თავმჯდომარე სისხლის სამართლის დამნაშავეა. მას შემდეგ, რაც პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ზუკა ბერძენიშვილი ექსტრემიზმში დაადანაშაულა, აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს იყო ადამიანის მიზანში ამოღება, წაქეზება, რაც, სამწუხაროდ, არც პირველია და არც უკანასკნელი. ხელისუფლება ყოველდღიურად ფიზიკურად უსწორდება კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც რუსულ რეჟიმს დისკომფორტს უქმნიან.
რეპრესიის მიუხედავად, საზოგადოება უპრეცედენტოდ ერთიანი და უკომპრომისოა. რუსულ რეჟიმთან ბრძოლას ვერანაირი მუშტი ვერ გააჩერებს. ყველამ, ვინც რეჟიმის ბინძურ დავალებას ასრულებს, უნდა იცოდეს, რომ ყველა მათგანის ვინაობა გასაჯაროვდება და კანონის წინაშე, დამკვეთებთან ერთად, აგებენ პასუხს”. – წერია პარტიების განცხადებაში.
დღეს, 11 ივნისს, სამოქალაქო აქტივისტს, მოძრაობა სირცხვილიას წევრს, ზუკა ბერძენიშვილს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.