„გირჩელებმა“ ჯაფარიძე საკუთარი პარტიიდან გააგდეს, რადგან უთავმოყვარეო და უპრინციპოა, მისი ღირებულება ნულია

ზურაბ ჯაფარიძის ღირებულება ნულია, რაც მაგან „გირჩის“ შექმნაზე იშრომა, რაზე უნდა ვისაუბროთ? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ზარქუამ კომენტარი გააკეთა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პოსტზე, სადაც ჯაფარიძე აღნიშნავს: „დროის გასვლასთან ერთად, ქვეყანაში დარჩება ბრძოლის სულ უფრო ნაკლები რესურსი, დრო ჩვენზე არ მუშაობს და ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი“.
ირაკლი ზარქუას თქმით, ჯაფარიძე არის ხელმოცარული, უსამშობლო ადამიანი.
„ჩახდილ ჯაფარიძეზე მეკითხებით? „გირჩელებმა“ ჯაფარიძე საკუთარი პარტიიდან გააგდეს, რადგან უთავმოყვარეო და უპრინციპოა. უსამშობლოების გაერთიანება სადაც არის, იქ დადის. ბალტიისპირეთის ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც გლობალური ომის პარტიას ემსახურებიან, მათთან სიები დააქვს, ვინ დაასანქცირონ საქართველოდან, ვინც მათ სიგიჟეებს არ იზიარებს. ის აქამდეც ამით იყო დაკავებული და ახლაც რა უნდა გვიკვირდეს? ჯაფარიძე არის ხელმოცარული, უსამშობლო ადამიანი. საკუთარი პარტიიდან რომ გაგაგდებენ, რა უნდა თქვა? რაც მაგან „გირჩის“ შექმნაზე იშრომა, რაზე უნდა ვისაუბროთ? მისი ღირებულება ნულია, ირბინოს და იყოს. მასეთებს ქართველ ხალხთან სალაპარაკო არ აქვს. ამერიკიდან დაფინანსება შეუჩერდათ და ახლა ს ფინანსურ დახმარებაზე დასხდნენ. მათი მცდელობა იქნება ჩვენ წინააღმდეგ სანქციების დაწესების, გაშავების და ა.შ. აქამდეც ქვეყნის გაშავებით იყვნენ დაკავებული. მათ საქართველო და ქართველი ხალხი არასოდეს აინტერესებთ, ყოველთვის უცხო ქვეყნის დაკვეთის მოლოდინში იყვნენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგზე და მუცელზე, რომ საბოლოოდ, მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ – მიწაზე ვიწექით, ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან დახტუნავდნენ ჩვენზე

მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა იქიდან უთხრეს არ გაისროლოო, დიდი გაურკვევლობა იყო, ჩანდა ჩვენი დაკავება მათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა