პატიმრობაში მყოფ რუს ულტრანაციონალისტსა და თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ ე.წ. თავდაცვის მინისტრს, იგორ გირკინს (სტრელკოვს) კოლონიაში სამკერვალო დაწესებულებაში მუშაობა სურს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ისაუბრა.
ადვოკატი ალექსანდრ მოლოხოვის თქმით, გირკინმა კიროვის ოლქში, კიროვო-ჩეპეცკში მდებარე კოლონია ИК-5-ში სასჯელის მოხდა დაიწყო. მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. გირკინი ამ კოლონიაში 18 ივლისს გადაიყვანეს.
იგორ გირკინი 2023 წლის 21 ივლისს ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებდა.
