გირასი კარიერას “დორტმუნდში” გააგრძელებს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 28 წლის გვინეელი ფორვარდი სერუ გირასი, რომელიც ბოლოს “შტუტგარტის” ღირსებას იცავდა, კარიერას “დორტმუნდში” გააგრძელებს.
BILD-მა გუშინ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია, რომ აფრიკელი ფეხბურთელი უკვე დორტმუნდში იმყოფება, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 2028 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს. ტრანსფერის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გირასიმ “შტუტგარტში” გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და 28 ბუნდესლიგურ მატჩში ამდენივე გოლით გამოირჩა. ის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ “ბაიერნის” ფორვარდ ჰარი კეინს ჩამორჩა, რომლის ანგარიშზეც 36 ზუსტი დარტყმაა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში