გირაოს გადაუხდელობის გამო ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს.
აღკვეთის ღონისძიების ცვლილება პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა 20 000-ლარიანი გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 8 აპრილს შეეფარდა, მას ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთა.