მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე „ინტერთან“ ერთად მყოფ 37 წლის მცველს, ფრანჩესკო აჩერბის ავტოგრაფების დარიგებისას პსჟ-ს ერთმა გულშემატკივარმა დაუძახა: „აჩერბი – ბარკოლა“, რითაც მიანიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ის ბრედლი ბარკოლამ „მოატყუა“ და სენი მეილიუს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ფეხბურთელის რეაქციამაც არ დააყოვნა:
„მე სერიოზული ადამიანი ვარ და არ მიყვარს, როდესაც დამცინიან. გიჟი ვარ და გცემ“.
ადრე აჩერბიმ მწვრთნელთან, ლუჩანო სპალეტისთან უთანხმოების გამო იტალიის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა.
“ნაპოლის” “ბრაიტონიდან” კიდევ ერთი ნახევარმცველის წაყვანა სურს
