ყოფილი პოლიტპატიმარი, ბიძინა გიორგობიანი:
,,გერმანია დღემდე ბოდიშს იხდის საკუთარი ნაცისტების გამო. გერმანელი ნაცისტები არაფრით განსხვავდებოდნენ ქართველი ნაცისტებისაგან, ისეთივე სადიზმით ექცეოდნენ საკუთარ მოსახლეობას, როგორც დაპყრობილ ერებს. სავსე იყო საკონცენტრაციო ბანაკები საკუთრივ გერმანელებით, ისე როგორც გლდანის და სხვა ციხეები ქართველებით. მიუხედავად ბოდიშისა, გერმანიის ეკონომიკა მე 3 იყო მსოფლიოში, უბადრუკი შოლცის კანცლერობამდე და უამრავმა ქართველმა პოვა აქაური ნაცისტებისაგან თავშესაფარი გერმანიაში, ჩემი ჩათვლით.
ეროვნული ურთიერთობები დიდ დათმობებს მოითხოვს და ამ დათმობებს დიდი ავტორიტეტის ადამიანების პირველი ნაბიჯები სჭირდება. სწორედ ასეთი ნაბიჯი გადადგა ბიძინა ივანიშვილმა და დიდი მადლობა მას ამისათვის.”
ცნობისათვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”