გიორგი ჯინჭარაძე – ჩემთვის ემოციურია დღეს ვიდგე აქ, ვუყურებდე მამაჩემის, მიხეილ ჯინჭარაძის სურათს და კანდიდატად ვიყო წარდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე

ჩემთვის ემოციურია დღეს ვიდგე აქ, ვუყურებდე მამაჩემის, მიხეილ ჯინჭარაძის სურათს და კანდიდატად ვიყო წარდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე – ჩემი შრომა, ჩემი ენერგია აბსოლუტურად მიმართული იქნება დევნილთა საჭიროებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე და არც დროს, არც ენერგიას არ დავზოგავ ამაში, – ამის შესახებ გიორგი ჯინჭარაძემ ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თავმჯდომარის კანდიდატის რანგში, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გამოსვლისას განაცხადა.
ჯინჭარაძის თქმით, მისი მოტივაცია დევნილი საზოგადოების პრობლემების გადაჭრა იქნება.
„მე, ზოგადად, აფხაზეთის ომის შვილების წარმომადგენელი ვარ. იმ შვილების, რომელთა მშობლებმაც ძალიან მტკივნეული გზა გაიარეს და ეს ტკივილი ღირსეულად ატარეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, ჩვენი დევნილი საზოგადოების გამოწვევები გადავჭრათ ოპტიმალურად, რაციონალურად ქმედითი ნაბიჯებით და ჩემი მოტივაცია ამ პრობლემების გადაჭრა იქნება. ყველაზე მთავარი, რაც არის, ეს არის აფხაზეთში დაბრუნება. ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ამ მიზნის ირგვლივ, თითოეული ჩვენგანი, თითოეული დევნილი, ვალდებულია, ამ გზას გავყვეთ და არ გადავუხვიოთ“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
როგორც აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადა. მთავრობის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აფხაზეთის მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე