გიორგი ჯამდელიანი ქადაგებისას: დაე ჩვენი მსახურება იყოს მტრისათვის რისხვის დამცემი

“დაე ჩვენი მსახურება, დაე ჩვენი გულისა და სულის მოძრაობა იყოს უმწიკვლო, უბიწო, შეურცხვენელი და შეუგინებელი და მტრისათვის რისხვის დამცემი. მტერს მე ვგულისხმობ, პირველი მტერი ჩვენ გვყავს ეშმაკი სხვა არავინ. მარა მტრისაგან აღძრული პიროვნებები, რომელიც სამწუხაროდ ატარებენ ქართულ გვარებს, სახელებს, მაგრამ ისინი არასოდეს ყოფილან ქართველები” – ამბობს მანრეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი ქადაგებისას.
გუშინ ფორმულამ გაავრცელა მეუფე გიორგი ჯამდელიანსა და ქვემო ქართლის ყოფილ ვიცე-გუბერნატორს, გიორგი შინჯიკაშვილს შორის გამართული შეხვედრისა და საუბრის ვიდეოკადრები. ეპისკოპოსი შინჯიკაშვილს მისი მკვლელობის მცდელობის განზრახვაში ადანაშაულებს. მედიის ცნობით, სწორედ ამ შეხვედრაზე “გაირჩა” ეს საქმე და მას სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, მონაზონი თეკლა კუბლაშვილი.
კადრებში ჩანს იარაღიც და ისმის მისი გადატენვის ხმა, რომელსაც მოყვება ჯამდელიანის სიტყვები – “ეს უკვე წითელი ხაზებია ჩემთვის…”

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი – როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში?

ირაკლი კობახიძე – 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია – ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი