გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას პატიმრობა შეეფარდათ

კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული აქტივისტები – გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა – საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
ბრალდებულების უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში აქტივისტების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ დევს და საქმე სამართლებრივ აბსურდთან გვაქვს.
მოძრაობა “ხმის” ორი თანადამფუძნებელი, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დააკავეს. ორივე მათგანს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავება (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მომდევნო სასამართლო სხდომა 18 მარტს 12 საათზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მესმის, წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ გაქანებული რეპრესიები არ იყო და არც ასე აშვებული იყო გადაწყვეტილების მიმღები ხალხი – ასეთი ოპერირების მოდელი აირჩიეს და სტრატეგიაც შესაბამისად უნდა დაგეგმო