გიორგი ჭოლაძე ჩორჩანას საგუშაგოზე: შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ მამუკა ბახტაძის ნათქვამი, რომ [საგუშაგოს გახსნაზე] არ იცოდა

გიორგი ჭოლაძე ჩორჩანას საგუშაგოზე: შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ მამუკა ბახტაძის ნათქვამი, რომ [საგუშაგოს გახსნაზე] არ იცოდა
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭოლაძემ, ჩორჩანას საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა.
“შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ მამუკა ბახტაძის ნათქვამი, მის თითქმის ყველა შეხვედრაზე ვიჯექი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეიძლება სხვა შეხვედრა ჰქონოდა, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრთან, მაგრამ, ამ საუბრების შედეგად, გუშინწინ მქონდა ტელეფონზე საუბარი, არ იმყოფება საქართველოში და კიდევ ერთხელ ვკითხე რამე ხომ არ იყო, შემიძლია გითხრათ, რომ ეს მამუკა ბახტაძემ არ იცოდა.” – განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.
კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კი აღნიშნა, რომ მთავრობის არც ერთ სხდომაზე არ განხილულა ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება და ირკვევა ისიც, რომ არც უშიშროების სამსახურმა იცოდა ამის თაობაზე. “შემიძლია ის დავძინო, რომ მთავრობის არც ერთ სხდომაზე, ჩორჩანაში განვათავსოთ საგუშაგო თუ არა, არ განხილულა და ახლა ირკვევა, რომ არც უშიშროების სამსახურმა იცოდა იმის თაობაზე, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო. ეს მიუთითებს, რომ არ იყო გათვლილი რისკები, რა შეიძლება ამას მოჰყოლოდა და რეალურად, ეს რისკები, როგორც ჩანს, ვერ გაითვალა და ჩამოიწია საოკუპაციო ხაზმა, რაც მან უარყო აქ რომ მობრძანდა, არც ერთი სანტიმეტრი არ დაკარგულაო,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
Next: მე შევსწრებივარ, როდესაც ის პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა, რომ შენ ახლა ეს უნდა შეასრულო – გერმანიის ყოფილ ელჩზე

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში