გიორგი წიტაიშვილი იჯარით ესპანურ კლუბ გრანადაში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი იჯარით ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბში, გრანადაში გადავიდა.
“კლუბი მიესალმება ჩვენს ახალ მოთამაშეს, გიორგი წიტაიშვილს და მას გრანადაში თამაშის დროს ყველაფერს საუკეთესოს უსურვებს”. – წერს ესპანური კლუბი საკუთარ ვებგვერდზე.
გრანადასა და ს დინამოს შორის მშრალი იჯარა გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1-წლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ესპანურ გუნდს წიტაიშვილის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
გიორგი წიტაიშვილს კიევის დინამოსთან კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს. ის შარშან იჯარის წესით ს დინამოში თამაშობდა.
ამ დრომდე, 23 წლის ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 19 მატჩი აქვს ჩატარებული.