გიორგი ძოწენიძე: მოგესალმებით მეგობრებო, გულშემატკივრებო და ჯანსაღი კრიტიკის მქონე ადამიანებო

მოგესალმებით მეგობრებო, გულშემატკივრებო და ჯანსაღი კრიტიკის მქონე ადამიანებო ❤
მინდა, იმ გაურკვევლობასთან დაკავშირებით გავაკეთო განცხადება, სადაც თითქოს რაღაცების გასაყალბებლად მიზანმიმართულად გამოვიყენე ვიდეო, რომელიც სხვა დროს და სხვა ადგილას ყოფილა გადაღებული.
სინამდვილეში ასე იყო: კონცერტის დღეს, 22 ნოემბერს კონცერტის წინ ორგანიზატორს გამოუგზავნეს ეს ვიდეო. ბუნებრივია, მე არ ვიცოდი, ეს კადრები, როდის და სად იყო გადაღებული. ამას ვერც ვერსად გადავამოწმებდი.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც და ორგანიზატორიც მიზანმიმართულად შეგვიყვანეს შეცდომაში, წავშალე ვიდეო და ამ კადრების გარეშე თავიდან დავდე. ფაქტი ისაა, რომ კონცერტი ემიგრანტებისთვის გერმანიაში ჩატარდა. ამის არაერთი მოწმეა და ტყუილი არც გვჭირდება. რომ ჩაშლილიყო ამასაც ვიტყოდით, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ასეთი უმნიშვნელო საკითხი ვთვლი, რომ საყურადღებო არაა. უამრავი კონცერტი გადადებულა და გაუქმებულა, რომც გაუქმებულიყო არც ეს იქნებოდა ტრაგედია, სხვა დროს და სხვაგან ჩატარდებოდა.
სქრინს, სადაც ეს ვიდეოა გამოგზავნილი, “მტკიცებულებად” ვტვირთავ 😁. პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით არ ვაჩვენებ, ამ ადამიანის სახელს და გვარს. ვისაც შეთქმულების თეორიების სჯერა, დაე სჯეროდეს. ყველას თავისი არჩევანი აქვს” | წერს სოციალურ ქსელში ჯგუფ ურსას სოლისტი, გიორგი ძოწენიძე და ფოტოს აქვეყნებს
🔻 ცოტა ხნის წინ, ჯგუფმა ურსამ, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გერმანიაში ემიგრანტებთან კონცერტის ძველი კადრებით დამონტაჟებული ვიდეო წაშალა და კლიპი ხელახლა ატვირთა. მანამდე კი Facebook-გვერდმა “დედამიწის გარშემო” სოციალურ ქსელში ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის მიერ მათთვის მიწერილი წერილი გაასაჯაროვა, სადაც ის წერდა, რომ ჯგუფის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ემიგრანტებთან შეხვედრის ძველი ვიდეო იყო გამოყენებული და ეს ურსას კონცერტს საერთოდ არ უკავშირდებოდა: “ჰოლანდიაში არის ქართული სამოყვარულო თეატრი და სპექტაკლებს ვდგამთ. თარიღიც ნახეთ თავად, როგორი ბედნიერები ვართ, რომ მოდიან ქართველები. ვიდეო აქვს თეატრის ერთ-ერთ ხელმძღვანელს თავად გაზიარებული. ახლა კი ურსა ამ კადრებს იყენებს, ვითომ მათთან მივიდნენ. აბსურდია. ეს იყო გურამ ოდიშარიას “სათვალიანი ბომბის” პრემიერა. სპექტაკლი 5 ოქტომბერს გვქონდა და ესენი დღეს იყენებენ ამ კადრებს, ხალხი დაგვხვდაო. როგორ ყველა ერთმანეთ ჰგავს ეს ქოცები!” | წერდა ემიგრანტი