გიორგი ცაგარეიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა

გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან“, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ავრცელებს სამინისტროს პრესსამსახური.
19 ივნისის მონაცემებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ს, ხუთი მოადგილე ჰყავს: თამარ გაბუნია, თეო გიორგაძე, ირინე წაქაძე, გიორგი პატარიძე და გიორგი ცაგარეიშვილი. ცაგარეიშვილს სამინისტროში არავინ შეუცვლია.
გიორგი ცაგარეიშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია – ის დეპუტატი იყო 2004-2016 წლებში (მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის პარლამენტში), მე-10 მოწვევის პარლამენტში კი მოხვდა ყოფილი თავმჯდომარის, დეპუტატ კახა კუჭავას ნაცვლად, რომელმაც უარი თქვა საპარლამენტო მანდატზე.
ცესკოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილი პარტიული სიის მიხედვით, გიორგი ცაგარეიშვილი არჩილ გორდულაძემ უნდა შეცვალოს. გორდულაძე თბილისის საკრებულოს წევრია პარტია „ქართული ოცნებიდან“.
გიორგი ცაგრეიშვილი ერთ-ერთია იმ 84 დეპუტატიდან, რომლებმაც ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს „აგენტების კანონს“.

ასევე დაგაინტერესებთ