გიორგი ცაგარეიშვილი – კანონის წინაშე ყველა თანასწორია – მხილებული იქნები კორუფციულ დანაშაულში? – პასუხს აგებ, ამას წყალი არ გაუვა

კანონის წინაშე ყველა თანასწორია – მხილებული იქნები კორუფციულ დანაშაულში? – პასუხს აგებ! – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ეს შეტყობინება გაახმოვანა ბიძინა ივანიშვილმა პარტია “ქართული ოცნების” ყრილობაზე.
“კანონის წინაშე ყველა თანასწორია – დაწყებული ჩემით, დამთავრებული ქვეყნის პირველი პირებით: – პრემიერით, პრეზიდენტით, პარლამენტის თავმჯდომარით. დაარღვევ? პასუხს აგებ! მათ შორის მხილებული იქნები კორუფციულ დანაშაულში? – პასუხს აგებ! ამას წყალი არ გაუვა და ნურავის ექნება იმედი, რომ რამეს და ვინმეს ამოეფარება, ეს არის გამორიცხული. ეს შეტყობინება გაახმოვანა მათ შორის ბატონმა ივანიშვილმა, როცა “ქართული ოცნების” ყრილობაზე მობრძანდა”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 4 ოქტომბერს ტარდება არა არჩევნები, არამედ ივანიშვილს რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა – ივანიშვილი ამას ვერ ეღირსება

ლევან ცუცქირიძე – თავს არ მოვატყუებინებთ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას – დღევანდელი აქციის გზავნილია, რომ ე.წ. რუსული არჩევნები არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და მისი შედეგი დაწერილია