გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს

დაკავებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც პენიტენციურ დაეწესებულებაში იმყოფებოდა, კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ჩიკვაიძის მეგობარი, ირაკლი პაპიაშვილი ავრცელებს.
“ცოტა ხნის წინ გიორგი გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში!
გიორგის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე!
ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და ასევე, პენიტენციურის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ მისი ანალიზების პასუხები ძალზე საყურადღებოა!
დღეს, პრეზიდენტი ს დავალებით, გიორგი მოინახულა მ, რომელიც, აღწერს გიორგის მდგომარეობას.
გიორგის პოზიცია და შემართება უცვლელია, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!!!!!!”, – წერს პაპიაშვილი.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა და აპარატში მომუშავე ექიმმა 19 მარტს ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულეს.

განცხადების თანახმად, ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.
11 მარტს, გიორგი ჩიკვაიძეს დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად მას პატიმრობა შეეფარდა.
12 მარტს, ჩიკვაიძემ შიიმშილობა დაიწყო.
“მე არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას! დღეიდან გადავდივარ სრულ შიმშილობაზე.
ამჯერადაც ვიქნები გამორჩეული ჩემს პრინციპულობაში, თუნდაც ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად, ამას გავაკეთებ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის.
პასუხისმგებლობა მომხდარზე დაეკისრება რუსულ რეჟიმს, ს აგენტ ბიძინა ივანიშვილს და კორუმპირებულ გიორგი გაბიტაშვილს.
ასევე მინდა მივმართო ჩვენი ოჯახის ახლობლებს და ნაცნობებს, ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე.
მეგობრებო, არ გაჩერდეთ. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე”, – თქვა ჩიკვაიძემ.