გიორგი ჩიკვაიძე მოძრაობას აფუძნებს – „მიზანი კორუმპირებული პროკურატურის მხილებაა“

კომპანია Ramses Yachts-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი გიორგი ჩიკვაიძე მომავალ კვირაში ახალი მოძრაობის დაფუძნებას აანონსებს, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს პროკურატურის კორუფციაში მხილება იქნება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
„ჩვენი მოძრაობა იქნება სასწრაფო დახმარება დამწყები თუ შემდგარი ბიზნესმენისთვის. ჩვენი პირდაპირი სამიზნე იქნება გენერალური პროკურატურა და მათი მხილება… ნახავთ, ამას რა ხალხთან ერთად გავაკეთებთ. მომავალი კვირიდან 6 ბიზნეს-ქეისს 6 ბიზნესმენთან ერთად გამოვიტანთ პროკურატურის წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.
გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ ბიზნესმენები, რომლებიც პროკურატურაში კორუფციაში ამხელენ, სხვადასხვა სფეროდან არიან.
„ჩვენ დავასრულებთ გამოცხადებულ მორატორიუმს გენერალური პროკურატურის მხილებაზე“, – აცხადებს ის.
ცნობისთვის: მიმდინარე კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ჩიკვაიძეს და მისი ბიზნესპარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, საგამოძიებო სტრუქტურების ვერსიით, Ramses Yachts-მა კომპანია „ელთ ბილდინგისთვის“ 1 155 019 ლარის ღირებულების იახტის შეძენის ვალდებულება აიღო, მაგრამ ვერ შეასრულა. თავად ბიზნესმენი კი ირწმუნება, რომ ბიზნესში პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა „ანტისახელმწიფოებრივი დავალების“ შესრულებაზე უარი თქვა. ის ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის გარემოცვა, თხოვნის შეუსრულებლობის გამო, მის დაშანტაჟებას, ხოლო შემდეგ პროკურატურის ჩართულობით, მასზე ზეწოლას ცდილობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო