გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში მსჯავრდებულმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს.
ის სხვა დაკავებულების მშობლებს მოუწოდებს, ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ არ მოუწოდონ.
„პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა გამოაცხადა დღეს, 23 სექტემბერს, მასზე განხორციელებული ზეწოლების გამო. პასუხისმგებლობა ეკისრება გლდანის მე
-8 დაწესებულების ახალ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას!
P.S. პოლიტპატიმრის მშობლებისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, გთხოვათ, არ მოუწოდოთ შიმშილობის შეწყვეტისაკენ”, – წერს წერეთელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო კილაძე – გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი – კახა კალაძის, გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და უჩა მამაცაშვილის „გაშავებას“ რომ დავთანხმებოდი გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, პრობლემები არ შემექმნებოდა