გიორგი ჩაკვეტაძის ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ვინ არის გოგონა ცნობილ ფეხბურთელთან ერთად – Marao

გასული წლის ზაფხულის შემდეგ, ალბათ, საქართველოში ცოტა ადამიანი დარჩა, ვინც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების სახელები და გვარები, მათი კარიერის მნიშვნელოვანი დეტალები თუ ოჯახური ამბები არ იცის.
გიორგი მამარდაშვილის, ნიკა კვეკვესკირის, გიორგი ქოჩორაშვილის, ოთო კიტეიშვილის, ზურიკო დავითაშვილის, ბუდუ ზივზივაძის, სა თუ სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავის შესახებ ჩვენ არაერთხელ შემოგთავაზეთ ისტორიები, ამჯერად კი გიზიარებთ გიორგი ჩაკვეტაძის ვიდეოს, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ვიდეოში, სადაც ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი უცნობ გოგონასთან ერთადაა, ნუცა კვირკვიაა. წარ­მო­შო­ბით ზუგ­დი­დე­ლი გო­გო­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში “ჩაკ­ვეს­თან” ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ზე წერს: “ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი ჩაკი”.
სხვა­თა შო­რის, ნუცა პირ­ვე­ლად არ მო­ექ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. 2020 წელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ხუთი ზუგ­დი­დე­ლი გო­გო­ნას ფოტო, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი ნახ­ვა და მო­წო­ნე­ბა და­აგ­რო­ვა. ფო­ტო­ზე გახ­ლდათ ნუცა კვირ­კვი­აც.
ამ კითხვას, ალბათ, ფეხბურთის გულშემატკივარი გოგოები ყველაზე ხშირად სვამენ, რადგან გიორგიპირად ცხოვრებაზე თითქმის არასდროს საუბრობს. ცოტა ხნის წინ GeoTeam-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ თავისუფალია, თუმცა “ჩაკვეს” არაერთ გოგოსთან მაინც ხშირად აწყვილებენ.
ერთ-ერთი იყო ელენე ზურაბიშვილი. მას საზოგადოების ნაწილი ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე იცნობდა – ის მსახიობ გოგოლა კალანდაძის ქალიშვილია.
გიორგი ჩაკვეტაძე კამერებთან მორიდებულია და პირად ცხოვრებაზეც იშვიათად საუბრობს. Geo Team-თან ევროპის ჩემპიონატამდე ჩაწერილ ბლიც-ინტერვიუში თქვა, რომ ახლა შეყვარებული არ ჰყავს, თუმცა გიორგის დედა იხსენებს, რომ გოგონებისგან ყოველთვის გრძნობდა ყურადღებას:
“სერიოზული ურთიერთობა არც აქამდე ჰქონია. ამ მხრივ აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა. გოგონები უფრო აქტიურობდნენ, აქ რომ იყო, ეზოში მოდიოდნენ და ყვიროდნენ: “ჩაკვე, ჩამოდი! ჩაკვე, ჩამოდი!” მთავარია, უბოროტო და მართალი ადამიანი იყოს” , – ამბობდა ფეხბურთელის დედა